გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ძალიან კარგია, რომ ევროპარლამენტში არსებობს განსხვავებული აზრი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და წარმოუდგენელია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა დაემორჩილება იმ სტანდარტებს, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ობიექტურად ასახავს იმ საკითხებს, რაც დადგება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.
„ძალიან კარგია, რომ განსხვავებული აზრი არსებობს ევროპარლამენტში. ეს განსხვავებული აზრი ჟღერდებოდა გუშინდელი დებატების ფარგლებში და ევროპარლამენტარების ნაწილი ცალსახად უსვამდა ხაზს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და წარმოუდგენელია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია და განსაკუთრებით იმ მხარის მხრიდან, რომელიც თავს უწოდებს და არიან საერთაშორისო დამკვირვებლები. დამკვირველბები უნდა იყვნენ ობიექტურები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა დაემორჩილება იმ სტანდარტებს, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ობიექტურად ასახავს იმ საკითხებს, რაც დადგება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად გააშუქებენ იმ საკითხებს, რომლებიც არის მიმართული „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ“,- განაცხადა გორდულაძემ.