ძალადობრივმა ბირთვმა, რომელიც არის შემქმნელი პროპაგანდის, რომელმაც შემდეგ ამ ადამიანების ემოციებზე უნდა იმუშაოს იცის, რომ ამ საუბარში დამარცხებიან საზოგადოების თვალში. ამიტომაც ბლოკავენ განსხვავებულ აზრს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სინამდვილეში, მათ ვისაც გაცნობიერებული აქვთ, რასაც აკეთებენ, ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი არგუმენტირებულ საუბარში ისინი დამარცხდებიან საზოგადოების თვალწინ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ნებისმიერ ფორმატში დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგთან დაკავშირებით პრემიერის შეთავაზებას შეეხებოდა.

მისი თქმით, ამ შეთავაზებას რადიკალური ფრთა არ დათანხმდება, ვინაიდან მათ იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და საზოგადოება ამას დაინახავს,

„სიცრუით და აღქმებით შეიძლება მოატყუო ცოტა ხანი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაგრამ მუდმივად ვერ მოატყუებ მათ. ასეთი დისკუსია, განსაკუთრებით კი საჯარო დისკუსია რა თქმა უნდა, საზოგადოებას დაანახებდა თუ რამდენად ცრუ არის მათი ეს ვითომ და რაღაც ემოციები, რომელსაც აფრქვევენ ეკრანებიდან. ამიტომ ეს შეთავაზება ყოველთვის ძალაში არის, იმისთვის ვინც ფიქრობს, ვინც არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ აზრებში თუ ემოციებში. ვინც შეიძლება რაღაც საკითხებში ვერ გაერკვა და ვერ აღიქვა, მზად ვართ საუბრისთვის. მაგრამ ის ძალადობრივი ბირთვი, რომელიც არის მთავარი შემქმნელი დეზინფორმაციის, ტყუილის, პროპაგანდის, რომელმაც შემდეგ ამ ადამიანების ემოციებზე უნდა იმუშაოს, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ საუბარში ისინი ყოველთვის დამარცხებიან საზოგადოების თვალში. ამიტომაც ბლოკავენ განსხვავებულ აზრს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.