25 წლის გელა ნაროზაული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1734351750
წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია, განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და სანქციების განხილვას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები შეიცვლება.
“ერთადერთი ნეგატიური, რაც უდევთ მაგიდაზე, არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ისიც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, რომ საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დაველოდოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.