25 წლის გელა ნაროზაული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1734351750
დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.
"მინდა, კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია ნაძვის ხის ანთების ღონისძიებასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. 14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება, სადაც ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით პატარებს ექნებოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას. რასაკვირველია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ თუნდაც რადიკალები საკუთარი თანაქალაქელების წინააღმდეგ ასეთ სახალხო ღონისძიებაზეც დაგეგმავდნენ პროვოკაციებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 14 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები პროვოკაციას გეგმავდნენ, რის გამოც, საზეიმო ღონისძიება გადაიდო.