დონალდ ტრამპი: მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს დაიპყრობს“, ისეთივე ტყუილია, როგორიც გლობალური „დათბობა“, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მტკიცება იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს დაიპყრობს, ისეთივე ტყუილია, როგორც გლობალური დათბობა, რომლის მიხედვითაც, ახლა ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ყველაფერი ეს რადიკალი მემარცხენე „დემოკრატების“ მოგონილია, რომლებიც არასდროს ნებდებიან, თუმცა იშვიათად იმარჯვებენ.

„მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს დაიპყრობს“, ისეთივე ტყუილია, როგორიც გლობალური „დათბობა“, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო; „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“, „უკრაინა, უკრაინა, უკრაინა“ ან იმპიჩმენტის ტყუილი №1 თუ იმპიჩმენტის ტყუილი №2. ეს ყველაფერი რადიკალი მემარცხენე „დემოკრატების“ მოგონილია. ისინი არასდროს ნებდებიან, თუმცა იშვიათად იმარჯვებენ. იმედი მაქვს, ამომრჩევლებმა უკვე დაინახეს სინათლე!“, - დაწერა ტრამპმა.