ნაუსედა: დრონი, რომელიც ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შემოვიდა, ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა გაანადგურეს

გიტანას ნაუსედა

დრონი, რომელიც ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შემოვიდა, ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა გაანადგურეს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა და მოკავშირე ქვეყნების პერსონალს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აძლიერებს, ასეთი მზადყოფნა ჩვენი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, ლიეტუვა დაიცავს საკუთარ საჰაერო სივრცეს“, – წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.