დიმიტრი სამხარაძე პაატა ბურჭულაძეზე: ეს დგას ახლა, რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს

დიმიტრი სამხარაძე

 "ეს დგას ახლა, რუსთაველზე, 9 აპრილის მონუმენტთან, ქართველებს რუსებს ეძახის და ხალხს ხელს უშლის, რომ პატივი მიაგონ გარდაცვლილ გმირებს" - ამის შესახებ მმართველი გუნდის წვრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი ინტერვიუს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც რუს ჟურნალისტთან საუბარში ბურჭულაძე ამბობს, რომ ის ცნობილია როგორც რუსი ბანი და ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც რუსული სკოლის წარმომადგენელი, რაც მისთვის დიდი პატივია.