“ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა..." - სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსი

ჯო

სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ვაგზლის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ ეტაპზე კი, მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ხანძრის გამო, ტერიტორიაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

"112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.