1738822889
დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიტანეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, საშუალება არ მოგვცეს, რომ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა და დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა - ესეც იყო გამიზნული
![დიმიტრი ხუნდაძე დიმიტრი ხუნდაძე](https://primetime.ge/uploads/files/2024/01/29/78002/dimitri-khundadze_w_h.jpeg)
რასაც ჩვენ ვამბობდით, ის ახლა უფრო ღია და ნათელი გახდა, მტკიცებულების ხარისხი გაიზარდა, რამეთუ ამ მტკიცებულებაში, თავად ის ქვეყანა ჩაერთო, საიდანაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ამდაგვარი საფრთხეები მოდიოდა ჩვენი, პატარა ქვეყნის საზიანოდ, - აღნიშნა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ USAID-ის თემაზე საუბრისას.
„როდესაც ჩვენ, საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიტანეთ „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, საშუალება არ მოგვცეს, რომ ის საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მოესმინა და დასმულ კითხვებზე პასუხი გაგვეცა. ესეც იყო გამიზნული და შემდეგ ხმამაღლა გაჟღერდა მესიჯი, რომ ეს იყო დავალება დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი „ენჯეობის“ მისამართით, რომ „არ წაიკითხო და გააპროტესტე“ . არწაკითხვა იყო სწორედ ის, რომ არ სცოდნოდა საზოგადოებას რაზე იყო საუბარი. სწორედ ამ წაუკითხავად მოხდა კანონის გაპროტესტება. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ კანონმა, მიღებამდე უკვე თავის ფუნქცია შეასრულა - გამოააშკარავა ის დესტრუქციული აქტორები, რომელიც იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ფულად დაკვეთაზე დამოკიდებული და არად უღირდათ ქვეყნის ინტერესები - ის რაც დასავლური იყო, რუსული დაარქვეს.
დღეს რეალობა იძლევა იმის აუცილებლობას, რომ საზოგადოებამ იცოდეს მეტი. მართალია აშშ-ს დღევანდელმა ელჩმა, შენიშვნა მისცა უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენ მეტი უნდა იცოდეთო, მაგრამ თურმე მეტი უნდა სცოდნოდათ აშშ-შიც და ჩვენ ამას ვამბობდით, კითხვებს ვსვამდით, მაგრამ პასუხი არ იყო. თურმე აშშ-შიც ამერიკელების გადამხდელთა 10 მილიონი თანხა და USAID-ის 50-მილიარდიანი დაფინანსება არა სხვა ქვეყნების, არამედ აშშ-ს საზიანოდაც იხარჯება. სწორედ ამაზე საუბრობს ახალი ადმინისტრაცია, სწორედ ამიტომ გააუქმა ახალმა ადმინისტრაციამ USAID-ის მმართველი რგოლი და სახლში გაუშვა ლიდერები და მმართველი წარმომადგენლები“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.