,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რა რეალობის წინაშეც დავდექით. მძიმეა მოსასმენად, როცა საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობაა ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ, - განაცხადა მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებასთან დაკავშირებით თემაზე კომენტირებისას.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონს სჭირდება დაცვა და ის ყველგან იქნება დაცული.
„სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა მეტია, ვიდრე - პირადი ურთიერთობები. გამოძიება გაგრძელდება, ალბათ, უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. კანონს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაცვა და კანონი ყველგან იქნება დაცული“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.