დიმა ბიძინაშვილი, ამ განცხადებით, უმცირესობაში აღმოჩნდება საკუთარ გუნდში - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება - მიხეილ სააკაშვილსა და მელია-გვარამიას გუნდს შორის ახალი ურთიერთბრალდებები ისმის.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ბიძინაშვილმა მიხეილ სააკაშვილს მაოხრებელი გზირი უწოდა.

ლაშა ფარულავას თქმით, ეს შეფასება მცდარია და მას "საკუთარ გუნდშივე გასცემენ პასუხს".

"ჩვენ ვერავის ვერ ავუკრძალავთ მოსაზრებებს, მათ შორის, მცდარს, არასწორს. მანიპულაციასაც კი შეიცავს ეს განცხადება. ჩემი აზრით, დიმა ბიძინაშვილი ამ განცხადებით უმცირესობაში აღმოჩნდება საკუთარ გუნდში. მე ასე მგონია. არასწორი განცხადებაა, არ არის ეს ის, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ყველამ უნდა გაასწოროს სამიზნე და ვისაც ეს სამიზნე გაექცევა ხოლმე, ჩემი აზრით, საკუთარ გუნდში გასცემენ ამაზე პასუხს," - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.