დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ამ საპასუხისმგებლო მისიას - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

"დღეს ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრენი ვართ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩია," - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად მეუფე შიო მუჯირის არჩევას ეხმაურება.

"დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ამ საპასუხისმგებლო მისიასღვთის მადლითა და ნებით, საქართველოს ეკლესიას ერგო ღირსეული წინამძღოლი, რომელსაც ევალება ერის სულიერი წინამძღოლობა, ეკლესიის გაძლიერება და იმ ფასეულობების განმტკიცება, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ქართული სახელმწიფოებრიობადარწმუნებულები ვართ, რომ მისი მოღვაწეობა ღირსეულ სამსახურს გაუწევს სამშობლოს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ თანხმობას, სიყვარულს, მშვიდობასა და ეროვნულ ერთობას.უფალმა მისცეს მას ჯანმრთელობა, სიბრძნე და ძალა ამ მაღალი მისიის აღსასრულებლად," - წერს ნინო წილოსანი.