„უნივერსიტეტში ლექციებიდან სულ მაგდებდნენ, ერთხელ თმის ვარცხნა დავიწყე...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი სახალისო ისტორიებით

“ტაბულას„ რედაქტორი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი სტუდენტობის შესახებ სახალისო ისტორიებს იხსენებს.

„უნივერსიტეტში ლექციებიდან სულ მაგდებდნენ. ვლაპარაკობდი სულ - ლექტორების პარალელურად.

რეგინა იაკობიძე მაგდებდა ძაან ხშირად. სხვებიც.

ერთხელ თმის ვარცხნა დავიწყე ნინო ბურჯანაძის ლექციაზე და იმანაც გამაგდო - при людях даже мазать помаду не лзя - ო ასე მითხრა, მეთქი ხარაშო დაიკო

ისეთი ლექტორებიც მყავდნენ ვისთანაც ვლაპარაკობდი და არასოდეს გავუგდივარ - ალიკა რონდელი, ზურა დავითაშვილი, ლისა კესნერი…

გამოცდაზე რომ გავდიოდი იმ ლექტორებთან, ვინც ხშირად მაგდებდა, სულ რეაქციებით ვერთობოდი - ეგონათ, რომ შტერი ვარ და ამიტომ არ ვიქცევი ისე, როგორც წესია.

წითელ დიპლომზე დავამთავრე. ახლა რაღაც დიალოგი მქონდა კლიშეებზე და მაგან გამახსენა“- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.