რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა.
მისი თქმით, კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი
„ორი წუთი არ იქნება საკმარისი ამბის მოსაყოლად, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ. ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა სამწუხაროდ არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ჰანმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზე, სამი ქვეყანაა რეგიონშიო, მე ვიცი ვის გულისხმობდა, რატომ არ არის სომხეთი აქ, იმიტომ რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო, სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და უარი თქვა ამაზე სომხეთმა.
დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი“, - განაცხადა ალიევმა.