დღეს რომ ახალგაზრდას, ჭეშმარიტად გმირი ჯარისკაცის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო უჭირავს, რომელიც კეზერაშვილის ფულით არის დაბეჭდილი და გვერდით ხოშტარია, უგულავა, ბოკერია და სხვები უდგანან, ეს ნამდვილი ტრაგედიაა - ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მუშაობის მნიშვნელობას სოციალურ ქსელში აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ „ნებისმიერი ქმედების თუ მოვლენის შეფასებისას, ნაც-კოჰორტის რეაქცია არის ყველაზე უტყუარი ინდიკატორი“.

ვატო შაქარიშვილი ასევე, ეხმიანება სამართალდამცველების მიერ „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის გადაკეტვის გამო დაკავების ფაქტსაც.

„ნებისმიერი ქმედების თუ მოვლენის შეფასებისას, ნაც-კოჰორტის რეაქცია არის ყველაზე უტყუარი ინდიკატორი. საგამოძიებო კომისიის გუშინდელი სხდომის შემდეგ სრული ისტერიკა დაემართათ. გოგა ხაინდრავამ კომისიის მუშაობას, აბსოლუტურად სამართლიანად უწოდა “ნიურნბერგის პროცესი.”დიახ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი.

მართალია კალენდარზე 1 ოქტომბერი 13 წლის წინ დადგა, მაგრამ შინაარსობრივად ეს დღე კომისიის მუშაობის დასრულების და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგება.

დღეს რომ ახალგაზრდას, ჭეშმარიტად გმირი ჯარისკაცის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო უჭირავს, რომელიც კეზერაშვილის ფულით არის დაბეჭდილი და გვერდით ლიაკა ხოშტარია, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვები უდგანან, ეს ნამდვილი ტრაგედიაა და იმის ბრალია რომ თავის დროზე არ დაერქვა მოვლენებსა და პერსონებს შესაბამისი სახელი. ცხადია ეს შეგნებულად კეთდებოდა ერის დეზორიენტაციის მიზნით. საბედნიეროდ ძალიან ცოტა ადამიანის ლიბერ-დებილიზაცია მოახერხეს, იმ დონეზე რომ დღეს საკუთარი ტყავის გადასარჩენად იყენებენ ქვეყნის გამყიდველი მოღალატეები!

თუ ჩვენ წარსულს სათანადოდ არ გავიაზრებთ და მოვლენებს, პერსონებს თუ პოლიტიკურ პარტიებს სახელს არ დავარქმევთ ვერ გადავრჩებით, ვერ განვითარდებით!

იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ახალ მსოფლიო წესრიგში, ჩვენ გვჭირდება მტკიცე სუვერენიტეტი და აგენტებისგან თავისუფალი პოლიტიკური სისტემა! მხოლოდ ასე შევძლებთ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას”, - წერს ვატო შაქარიშვილი.