ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
დღეს გაირკვევა, შედგება თუ არა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია. საკითხზე პარლამენტში ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღონ. რიგგარეშე სხდომა გახსნილად რომ გამოცხადდეს, 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან მისვლას გეგმავენ. ტრიბუნის დაკავების იმედით, ისინი მმართველი გუნდის შეცვლილ გადაწყვეტილებას დაელოდებიან. ხელისუფლებას გადაწყვეტილება მიღებული აქვს - ოპოზიციის მოთხოვნისა და პრეზიდენტის თანხმობის მიუხედავად, მათი თქმით, სესია არ გაიმართება.
პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე განკარგულებას ხელი 15 ივლისს მოაწერა.