1743366857
დღემდე ვერ გამოვასწორეთ თავდაცვის უწყების ფინანსური ანგარიშგება, რაც კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა - ჯუანშერ ბურჭულაძე

„დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. თავდაცვის უწყებაზე ვსაუბრობ და რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ის რაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, სახელმწიფოს ორგანიზებული ძარცვაა.
„ყოფილი ხელისუფლების მიერ, სხვას ვერაფერს დავარქმევ და სხვანაირად ვერ შევაფასებ, ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია და ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან დასანანია და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ და ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს არც ევროპაში და არც საქართველოში.
თქვენ იცით, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და გამოძიების თვალსაზრისით საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, გასარკვევია საგამოძიებო თვალსაზრისით როგორ უნდა გაგრძელდეს ქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად.
რაიმე რისკს ვერ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს, თუმცა მხოლოდ 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვეს სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. თავდაცვის უწყებაზე ვსაუბრობ და რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა.
კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დებიტორულ დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით იყოს კიდევ ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული.
ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.