„სულ ამბობდა, მე რომ მოვკვდები, მიტირებ?...“ - თაკო მთიულიშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
1779308432
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოში დეპოლარიზაციის საკითხის შესახებ ისაუბრა.
„დეპოლარიზაციაში არსებობს, მინიმუმ, ორი მხარე. ერთი მხარე თავის თავთან ვერ იქნება წინააღმდეგობაში. შესაბამისად, ეს არის ორმხრივი კომპრომისების შედეგი და თუკი ოპოზიცია არ გამოიჩენს პოლიტიკურ კულტურას, მათ შორის, სხვა პუნქტებთან მიმართებითაც, და თუ ის არ იქნება კონსტრუქციული, არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან იმ მიზნის მისაღწევად, რომ განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია და პოლიტიკაზე არალეგალური გავლენები შემცირდეს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მთელი ეს პასუხისმგებლობა გადავა ოპოზიციაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ დეპოლარიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.