გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ Freedom House-ის ანგარიშში დემოკრატიის ინდექსის გაუარესება გამოწვეულია კოვიდ პანდემიით.
„დემოკრატიის ინდექსში გარკვეული მაჩვენებლების რამდენიმე საფეხურით და ამ შემთხვევაში, ერთი საფეხურით დაწევა, სურათს დიდად არ ცვლის. საქართველოს შემთხვევაში, ერთი საფეხურით არის დაწეული, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული, მოწინავე ქვეყნები არიან და მათთან რამდენიმე საფეხურით არის ჩამოწეული.
ეს დიდწილად განპირობებულია კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე მთელი რიგი შეზღუდვებით, რომელიც დააწესეს სახელმწიფოებმა და ეს იყო ადამიანის ზოგიერთი უფლების შეზღუდვა. ეს შეფასებები გასული წლის შეფასებებია, მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ დემოკრატიის მცირედით გაუარესება, ძირითადად, გამოწვეულია კოვიდ პანდემიით,"- განაცხადა ღუდუშაურმა.