ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი სოლიდარობას გამოხატავს ლგბტ საზოგადოების მიმართ და აპირებს, რომ პრაიდს შეუერთდეს.
დეიმონ ვილსონის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს.
„გასული წლის 5 ივლისს, დიდი მწუხარებით ვადევნებდი თვალს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ჟურნალისტის დაღუპვას და პრაიდის გარშემო არსებულ გამოწვევას. ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს. მსურს, ამაღამ შევუერთდე პრაიდს და სოლიდარობა გამოვხატო ლგბტ საზოგადოების მიმართ. ჯანსაღ, ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. ასე რომ ვამაყობთ, რომ ამაში ვმონაწილეობთ,“- განაცხადა დეიმონ ვილსონმა.