პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პირველ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურას, სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრა შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერა.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, სახალხო დამცველის არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა.
„საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას პირველ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერა, აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა.
გაგაცანით დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი სუბიექტებით და კონკრეტული ვადებით, რომლის მიხედვითაც, შესრულდება 12-ვე პუნქტი, რომელიც წარმოდგენილია ევროკომისიის მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.