„მთელი ქალაქი ტირის... დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1770238432
"მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ დეფიციტი არ უნდა შეიქმნას, არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე კატეგორიის მედიკამენტის ფარგლებში, ვაჭრობის წახალისების მიზნით სხვადასხვა დასახელების რომელიმე მედიკამენტზე ხელოვნურად დეფიციტის შექმნა. იმედიც უნდა გამოვხატო და ჩემი პირადი განწყობაც - ბიზნესში დღეს არიან ადამიანები, რომ ჯიბრში არ ჩაუდგნენ მოქალაქეებს. ეს არ იქნება სწორი და არიან ადამიანები, ვინც ასე არ მოიქცევა", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, დააზღვიოს მოქალაქეები მედიკამენტების ფასების გაძვირებისა და ხელოვნური დეფიციტისგან.
"მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსავალი იპოვონ, რომ რომელიმე ისეთ მედიკამენტზე გადაიტანონ აქცენტი, რომელზეც რეფერენტული ფასი არ ვრცელდება, მაშინ ჩვენც გვაქვს ინსტრუმენტი, იმავე მედიკამენტზე განვსაზღვროთ რეფერენტული ფასი.
სამწუხაროდ, ცუდ პრაქტიკასაც ჰქონია ადგილი - ბაზარზე ერთ მედიკამენტზე დეფიციტის შექმნა, იმიტომ, რომ გაიყიდოს სხვა მედიკამენტი. ამის წინააღმდეგ საბრძოლველი ინსტრუმენტებიც არსებობს და საქართველოშიც ამ მიმართულებით არის რეალურად შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. მაგალითად ხელოვნურად შექმნილი დეფიციტის დასაზღვევად ესენციური მედიკამენტების სიის განსაზღვრა, ანუ ის მედიკამენტები, რომელიც აუცილებელია და უნდა იყოს აფთიაქში. ეს შეიძლება ვალდებულებად ჩამოყალიბდეს.
სამწუხაროდ, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ფასების გაიაფების შემდეგ, მოგეხსნებათ გასულ წელს დაიწყო ეს რეფორმა და ძალიან სწრაფად მოგვცა დიდი რეზულტატი, ამ ფონზე იყო გარკვეული მცდელობები და ზოგიერთ შემთხვევაში წავაწყდით, რომ რეალურად მარაგი აქვს, ეს თან კარგად კონტროლირებადია და გარკვეულ მიზეზთა გამო, შეიძლება ადგილი ჰქონდეს იქ მისული ბენეფიციარისთვის იმის თქმას, რომ დეფიციტია და მარაგი თითქოს არაა. ასეთი რაღაცები ხდება, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ბრძოლა და რეალურად ეს რეგულირებადია. მეტ-ნაკლებად ამას ვაზღვევთ და დიდი მასშტაბი არ მიუღია. გარკვეული ინციდენტები იყო, რომ დაურეკავს პაციენტს, აღუნიშნავს, რომ კონკრეტულ აფთიაქში, კონკრეტული მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ხელმისაწვდომია. დაახლოებით 1 საათში, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები გამოცხადდნენ ადგილზე, დაათვალიერეს და აღმოაჩინეს, რომ იქ ეს მედიკამენტი ინახება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.