1792094214
დავით სონღულაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში, გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, საქართველოს აქვს პროგრესი დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით.
„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მიღწეული პროგრესი. აუცილებლად უნდა ვთქვათ დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ დინამიურად მიდის, 22 % არის ჯამში და 2030 წლისთვის გვაქვს გეგმა რომ 30%-ზე ავიდეთ. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მართვის მექანიზმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აღსანიშნავია ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს სახეობების აღდგენის მიმართულებით, აქ საკმაოდ ხელშესახები შედეგები გვაქვს. ჯამში უნდა ითქვას, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა“, – განაცხადა დავით სოღულაშვილმა.









