1792094214
ლატვიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა ფულს გულისხმობს, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ევროპელი წელიწადში ერთ კათხა ლუდზე იტყვის უარს, ჩვენ ნაკლებს ვსვამთ - იქ კი სიცოცხლეები გადარჩება
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის თითოეულმა მცხოვრებმა წელიწადში მხოლოდ ერთი კათხა ლუდის ღირებულების თანხა უნდა გაიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა" ლატვიურ გამოცემა „დელფიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
კულბერგსმა ასევე ხალხს მოუწოდა, ნაკლები ყურადღება დაუთმონ საკუთარ კომფორტს და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. ლატვიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ თითოეულმა ევროპელმა წელიწადში ერთი კათხა ლუდით ნაკლები უნდა დალიოს, ხოლო დაზოგილი თანხა უკრაინას გადაურიცხოს.
„უკრაინის მხარდაჭერა ფულს გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ევროპელი წელიწადში ერთ კათხა ლუდზე იტყვის უარს. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. უკრაინას კი ეს ახლა სჭირდება. ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთი კათხა ლუდის საფასურია, უკრაინაში კი - სიცოცხლის ფასი. ჩვენ ნაკლებს ვსვამთ - იქ კი სიცოცხლეები გადარჩება“, - განაცხადა ანდრის კულბერგსმა.









