დავით ქართველიშვილი: რა მდგომარეობაშიც მიატოვეს ზელენსკი მოკავშირეებმა და რა სიმწრის სიმართლით მიმართავს ის მათ დღეს - ეს სიტყვები უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ

დავით ქართველიშვილი

„დღეს უკრაინელების მიმართ სიყვარულს არა კრემლის აგრესია, არამედ დასავლეთის ღალატი მიმძაფრებს. დღეს 101 წელი შეუსრულდა დასავლეთის მიერ ჩვენს პოლიტიკურ "გაუპატიურებას" და თავისუფლებისადმი მისწრაფების გამო - დასჯას. გავა სულ რაღაც 17 წელიწადი და გიტლერთან ჩახუტებული დასავლეთი, მორიგ მსხვერპლს გადაუგდებს ფიურერს საჯიჯგნად...“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, დღეს დასავლეთი სჯის მათ პროდასავლურობას და თავისუფლებისაკენ მისწრაფებას, დღეს კიევში არანაირი პრორუსული განწყობა არაა, არის უკიდურესი - ანტიდასავლური, მიგდებული და აქეთ დადანაშაულებულია უკრაინა.

„არავის ეროვნულ გრძნობებს არ ვეხები - ტენდენცია მინდა აგიხსნათ. ლონდონიდან ჩამოვიდა მეგობარი - უნდა ნახოო, რა სიფრთხილით და მოწიწებით, ინგლისელებისაგან პოლიციის მიერ ალყაშემორტყმულ რეჟიმში ატარებდნენ თავის აგრესიულ აქციას...არ დავასახელებ, რომელი ქვეყნიდან ჩამოსულები - აზიელები. მთელი რიგი თანამედროვე და ისტორიული შენობები ცისარტყელას ფერებშია მორთული - და "დედიშენისამ" თუ მათ ვინმემ რამე აკადრა. გერმანიასა თუ სკანდინავიაში - აზიელებმა ადგილობრივი თუ გააუპატიურეს, პოლიციელებს "ჰალალი" იყოს შეძახილი ურჩევნიათ სასამართლომდე საქმის მიყვანას, სადაც თავად დაზარალებულს და პოლიციელს ემუქრება დიდი შარი... დღეს შოკშია კიევი, შოკში არიან კიეველები, შოკში ვარ მე, შოკში ვართ ჩვენ!!! ეგრე როგორ სჯიან ამ აღმოსავლეთ/ევროპელებს, ასე როგორ სჯიან მათ პროდასავლურობას და თავისუფლებისაკენ მისწრაფებას???!!! თან ვინ სჯის? დასავლეთი!!!

არასდროს არ მომწონდა ზელენსკი - მაგრამ რა მდგომარეობაშიც მიატოვეს მეკავშირეებმა და რა სიმწრის სიმართლით მიმართავს ის მათ დღეს - ეს სიტყვები უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ! დღეს კიევში არანაირი პრორუსული განწყობა არაა!!! არის უკიდურესი - ანტიდასავლური!!! "გაუპატიურებული", მიგდებული და აქეთ დადანაშაულებულია უკრაინა: "ესეთი მიმზიდველი რატომ იყავიო???". ეს არის ფსევდო/ლიბერალური დასავლური მახინჯი სისტემის სრული კრახი და მე მკიდია, ამის ფონზე რუსეთი იშლება, თუ უკვე ნანგრევებშია. დღეს ჩვენი, უკრაინელების ის მისწრაფებები ყარს, რასაც 30 წლის განმავლობაში რეგიონები, ათობით ათასობით ჩვენი გულანთებული გენოფონდი შევწირეთ და ასობით ათასობით დასახიჩრებული ბედის მქონე ლტოლვილი მივიღეთ სანაცვლოდ... ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, რომ შემდეგი - საქართველოა, ეგრე იყოს. მაგრამ ღმერთმა დამიფაროს - ამას პესიმისტურ/კაპიტულანტურად ვწერდე.

საქართველო იყო - პუტინის რუსეთამდე და ფსევდო/ლიბერალურ დასავლეთამდე, არის - და იქნება! ამიტომ ჩააბარა უფალმა ჩვენი ქვეყანა არა ბართლომეს ან თომას, ამ მოციქულების მიმართ ჩემი უპირობო პატივისცემის მიუხედავად, არამედ - საკუთარ დედას! სხვა ვერ გაუმკლავდებოდა იბერიაში ვერც ჩრდილოეთიდან და ვერც დასავლეთიდან შემოსულ სატანას და ვერც ამ ოდენობის შიდა მტერს! ამაშია ჩვენი იარაღი - რომელსაც მოღალატეობრივი სიჯიუტით თუ ინტელექტს გამოცლილი ერთუჯრედიანობით - არ ვიყენებთ! დღეს უკრაინელების მიმართ სიყვარულს არა კრემლის აგრესია, არამედ დასავლეთის ღალატი მიმძაფრებს. დღეს 101 წელი შეუსრულდა დასავლეთის მიერ ჩვენს პოლიტიკურ "გაუპატიურებას" და თავისუფლებისადმი მისწრაფების გამო - დასჯას. გავა სულ რაღაც 17 წელიწადი და გიტლერთან ჩახუტებული დასავლეთი, მორიგ მსხვერპლს გადაუგდებს ფიურერს საჯიჯგნად...“- წერს ქართველიშვილი.