1692302192
თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა.
თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის მფლობელმა მცირე დაზიანება მიიღო.
ადგილზე ამ დროისთვისაც იმყოფება პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.