დავით ქართველიშვილი ეთნონაციონალიზმის შესახებ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტით ეხმიანება. გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი შაბანა მაჰმუდს ციტირებს.

„დილიდან ტყუილად არ გამხსენებია უილიამ შექსპირი - დღეს მისი საფლავში კოტრიალის დღეა. ლონდონაბადის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა თანამემამულეებს საოცარი სიტყვებით მიმართა:

„ბრიტანელი ხალხის მზარდი ეთნონაციონალიზმი საფრთხეს უქმნის ღია, ტოლერანტული და გულუხვი ქვეყნის ხედვას. 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა - მულტიკულტურალიზმია. ის გაქრება, თუ მზარდი ეთნონაციონალიზმი არ შეჩერდება.

ბრიტანულ საზოგადოებას სრული კონტროლი სჭირდება და მხოლოდ მოქალაქეების აბსოლუტურ დამორჩილებასა და აბსოლუტურ კონტროლს შეუძლია ბრიტანეთის კრიზისიდან გამოყვანა.

კონტროლის გარეშე, მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გრძნობს სიყვარულს და კეთილშობილებას. სახელმწიფო კონტროლის გარეშე, ამომრჩევლების მრავალფეროვნების მნიშვნელობაში დარწმუნების შესაძლებლობა იკარგება,“- წერს დავით ქართველიშვილი.