Bloomberg: ევროკავშირის მიერ „დრონების კედლის“ შექმნის იდეა PR სვლაა, და არა რეალურად განხორციელებადი ინიციატივა

ურსულა ფონ დერ ლაიენი

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის მიერ „დრონების კედლის“ შექმნის იდეა PR სვლაა, და არა რეალურად განხორციელებადი ინიციატივა.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში „დრონების კედლის“ პროექტის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობაზე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდებას სკეპტიკურად აფასებენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ მაღალბიუჯეტური პროექტის შესრულებას წლები დასჭირდება.

სირთულეს წარმოადგენს ასევე საჰაერო სივრცეში სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავების მაღალი აქტივობა და მათი უსაფრთხოების დაცვა.

Bloomberg-ი აგრეთვე წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები, „დრონების კედლის“ ნაცვლად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაძლიერებას ითხოვენ.