პრემიერი: ევროპის ფართო სამეზობლოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოვყალიბდით, მივაღწიეთ მთლიანი შიდა პროდუქტის შთამბეჭდავ ზრდას, ვაკონტროლეთ ინფლაცია, გავზარდეთ ექსპორტი და მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საჯარო ფინანსები

კობახიძე

ჩვენ მივაღწიეთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შთამბეჭდავ ზრდას, ვაკონტროლეთ ინფლაცია, გავზარდეთ ექსპორტი და მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საჯარო ფინანსები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო ევროპის ფართო სამეზობლოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბდა.

„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის - ისინი გრძელვადიანი განვითარებისკენ განზრახ მიმართული, ზოგჯერ რთული არჩევანის პროდუქტია და არა მოკლევადიანი ეფექტისკენ. გლობალური გაურკვევლობის პირობებშიც კი, საქართველომ თავი საიმედო და სტაბილურ პარტნიორად წარმოაჩინა.

დღეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება. გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგების კვალდაკვალ, საქართველო შუა დერეფნის ცენტრში დგას - ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი უმოკლესი და ყველაზე სტაბილური მარშრუტის სახით. ჩვენი მთავრობა ამ როლის შესასრულებლად თამამ ინვესტიციებს ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება. ჩვენ ვაფართოებთ და ვაახლებთ ტრანსპორტს, ლოგისტიკას და ციფრულ ინფრასტრუქტურას, ამავდროულად ვახდენთ ჩვენი, როგორც მწვანე ენერგიის ექსპორტიორის, სრული პოტენციალის გამოვლენას. ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე. ჩვენ პარტნიორობას ყველას. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.