დააკავეს 37 წლის კაცი, რომელმაც დედის ცოცხლად დაწვა სცადა - ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა (უცხოეთი)

იტალია

37 წლის კაცი აფრაგოლაში (ნეაპოლი) დღეს დილით, 29 სექტემბერს, დააკავეს დედის დაწვის ბრალდებით. ქალი 15 აგვისტოს გარდაიცვალა, 31 ივლისს მიღებული მძიმე დამწვრობის შემდეგ. თავდაპირველად, გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე ეჭვობდა, მაგრამ გამოძიების შედეგად სრულიად განსხვავებული ვერსია გაჟღერდა.

31 ივლისს განგაშის ზარი მაშინ ჩაირთო, როდესაც ცეცხლმოკიდებულ სახლში ქალი აღმოაჩინეს. მისმა შვილმა, ერთადერთმა იქ მყოფმა, განაცხადა, რომ დედის გადარჩენა სცადა. დაზარალებული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე ხარისხის დამწვრობით და მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. ორი კვირის შემდეგ ქალი გარდაიცვალა.

გამოძიებამ თვითმკვლელობა, როგორც საწყისი ვერსია, გამორიცხა. გამომძიებლების თქმით, სწორედ შვილმა დაასხა დედას ალკოჰოლი და ცეცხლი წაუკიდა. მათი თქმით, მოტივი შესაძლოა დაკავშირებული იყოს 37 წლის მამაკაცის მიერ დედის სხვა მამაკაცთან ურთიერთობის მიუღებლობაზე. 

გამოძიებამ აჩვენა, რომ დედასა და შვილს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ამასთან, მამაკაცს სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და წლების განმავლობაში მედიკამენტებსაც იღებდა. ამ პრობლემების მიუხედავად, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავდასხმის დროს მას ჰქონდა თვითკონტროლის უნარი, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა.