1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის "ფეისბუქ" სტატუსს ეხმიანება. მისი თქმით ერთადერთი "მოძრაობა" - ისევ "მოსკოვი-კიევი-თბილისის" სამკუთხედში შეიმჩნევა.
„დღეს მამუკა მდინარაძემ ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები ერთ ლოგიკურ ფორმულაში ჩასვა: "ომის პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის "ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა"! მე თავს უფლებას მივცემ ეს ფორმულა ნამრავლებად გავყო და ჩემი კომენტარი დავურთო: 1) "ერთიანი" - რამდენად მიესადაგება მის დღევანდელ მდგომარეობას ეს ტერმინი. მოქმედების შიდა არეალში - ნაკლებად. ოდესღაც ერთიანი ეს მოძრაობა დღეს "კვების" სხვადასხვა "ძუძუზეა" გადართული, და ამ ფინანსურ წყაროებთან სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლის მომსწრენი გავხვდებით ახლო მომავალში. ამ "ერთიანობას" ერთადერთი, საერთაშორისო ვექტორი წარმოაჩენს - ქართულ/უკრაინული, მაგრამ ესეც მანამ, სანამ უკრაინელი ხალხი ამ საერთაშორისო სანაცეთს თავის განაჩენს არ გამოუტანს 2) "მოღალატეობრივი" - ყოველგვარი კომენტირების გარეშე. ეს ტერმინი მათი "პოლიტიკური" მოღვაწეობის ბრენდად იქცა. ამ ტერმინის გარშემო მაგნიტური მიზიდულობის ძალით ერთიანდებიან ყოფილი კომუნისტები, ლეიბორისტები, სოციალისტები, კონსერვატორები, ლიბერალები, ნაციონალისტები - მოკლედ, "მოღალატენო ყველა რჯულისა - შეერთდით!" პრინციპით 3) "მოძრაობა"...ქვეყნის შიგნით დღეს უფრო "ჩიხური უძრაობა" შეიმჩნევა, რომლის ირგვლივ ყველაფერი ოდესღაც ცოცხალი, ფიზიკურად ან ჭკნება (სააკაშვილი), ან საერთოდ ქრება (აკერმანი). ერთადერთი "მოძრაობა" - ისევ "მოსკოვი-კიევი-თბილისის" სამკუთხედში შეიმჩნევა, მაგრამ ამ მოძრაობის მარგი ქმედების კოეფიციენტიც - გავრილოვის უკანალის მიერ სპიკერის სავარძელში გამოყოფილი სითბოს ოდენობის ტოლფასია, რა თქმა უნდა გიგაკალორიებში“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.