დავით ქართველიშვილი: არ მინდა, დღეს საქართველო იმ რადარებზე იკითხებოდეს, რომლებზეც იკითხება და პოპულარულია უკრაინა, ვენესუელა, ირანი და კოლუმბია

დავით ქართველიშვილი

მე არ მინდა, დღეს საქართველო იმ რადარებზე იკითხებოდეს, რა რადარებზეც იკითხება და პოპულარულია უკრაინა, ვენესუელა, ირანი, კოლუმბია და ა.შ. ჩვენი ადგილი და როლი არის ძალიან მკაფიო - ეს არის დერეფანი, ეს არის გზაჯვარედინი, ეს არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ციფრულ-ტექნოლოგიური ჰაბები, შავი ზღვა, ჩვენი პორტები, სადაც აშშ-ს აუცილებლად ექნება და აქვს თავისი ინტერესი“, - აღნიშნა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.

„აშშ მოითხოვს ყველა ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოდანაც, რომ „მნიშვნელოვან რგოლს ნუ გადასცემთ მაგალითად მონოპოლიურად ოპერაციული მართვის ქვეშ რომელიმე ერთ ქვეყანას, თუნდაც თქვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს“. ყველამ უნდა მიიღოს თანაბრად თავისი სარგებელი, აშშ-მ სარგებლიანობა უნდა დაინახოს. მან საქართველოში კიდევ უნდა დაინახოს, რომ ეს არის სტაბილურობისა და მშვიდობის თვალსაზრისით უსაფრთხო რეგიონი, სადაც ადგილი არ ექნება ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, ე.წ. შავ ხვრელებს. ჩვენ შეცდომები არ უნდა დავუშვათ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.