დავით ოქიტაშვილი აქციის მონაწილეებზე: სად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს, მარიკა ლორთქიფანიძე და რამდენიმე პროფესორი ოთახში გამოკეტეს და კართან „ომონები“ იდგნენ, მაშინ რატომ არ იცავდნენ მათ

დავით ოქიტაშვილი

კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას სტუდენტები შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი და იყენებენ.

როგორც დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა სტუდენტებმა ძალიან კარგად იციან „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული.

„ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ანასხლეტებს არ აქვთ უფლება ჩვენ ჭკუა გვარიგონ. სად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე და რამდენიმე პროფესორი ოთახში გამოკეტეს და კართან „ომონები“ იდგნენ, მაშინ რატომ არ იცავდნენ მათ?!“, ეს სირცხვილია.თრმე შიეძ₾ება ამაზე თვალი დავხუჭოთ და გვერდზე გადავდოთ და ახლა რაც ხდება ეს არის ცუდი“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

თსუ-ს სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დაბანაკდებიან და „გააგრძელებენ ლოკალურ პროტესტს იქამდე, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები”.