მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
რადიკალებს ურთიერთობა ჰქონდათ არა საკუთარ ხალხთან, არამედ მხარდაჭერის მოპოვებას ქვეყნის გარედან ცდილობდნენ. ვიცით, რა შედეგით დასრულდა ეს არჩევნებზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„ასეთ ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებას თუ შეიძლება რაიმე აერთიანებდეს, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. შესაბამისად, მათ არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ. პოლიტიკურ ცხოვრებაში ამოსავალი წერტილი ხალხის მხარდაჭერაა – არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ძალების და უცხო ქვეყნის თანამდებობის პირების, არამედ საკუთარი ქვეყნის, მოსახლეობის. გაიხსენეთ, ვისთან ჰქონდათ რადიკალებს ურთიერთობა, არა საკუთარ ხალხთან, არამედ მხარდაჭერის მოპოვებას ქვეყნის გარედან ცდილობდნენ. ვიცით, რა შედეგით დასრულდა ეს არჩევნებზე. ნულს ქვემოთ დაშვებული რეიტინგი აქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.