დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებების ანტიკონსტიტუციურობა იმდენად ცალსახაა, რომ წარმოუდგენელია, თავი დაიცვან უმძიმესი ბრალდებებისგან

დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ, რადგან მათ სარჩელზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვთ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცრუ ნარატივებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, თუმცა უმძიმესი ბრალდებებისგან თავს ვერ დაიცავს.

ქართული ნიუნბერგის პროცესი, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, არაკონსტიტუციურ პარტიათა აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა შემდეგ, კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა. იგივე ნარატივი ჩანს მოპასუხე მხარისგან, რომელსაც, რეალურად, არგუმენტირებული პასუხის თვალსაზრისით, საპასუხო არაფერი აქვს. ისინი კვლავ ცდილობენ და ეცდებიან პროცესის გაჭიანურებას, ტყუილი ნარატივებით საზოგადოების მოტყუებას, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად ცალსახაა ანტიკონსტიტუციურობა აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი ქმედებებისა, საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რომ რა ფორმითაც არ უნდა შეეცადონ თავის დაცვას უმძიმესი ბრალდებებისგან, წარმოუდგენელია, რადგან ასეთი არგუმენტი პრაქტიკულად ბუნებაში არ არსებობს. ვიმედოვნებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და დაადგენს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან არაკონსტიტუციური, დანაშაულებრივი ე.წ. პარტიების, სინამდვილეში კი, აგენტურის გასვლას, რათა დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესი არ შეფერხდეს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

✕