დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა
1770221692
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კონკრეტული დასკვნა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იმდენად ესადაგება ჩვენი ხელისუფლების სწორ, ცალსახა, გარკვეულ ნარატივთან, ფაქტებით გაჯერებულ და გამყარებულ მოცემულობასთან, თითქოს ორივე ამ შეხედულებას ერთი და იგივე ავტორი ჰყავს, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოფიციალურმა თბილისმა პირდაპირ იხილა გარე ჩარევა თავის შიდა საქმეებში.
„გახსოვთ ევროკავშირის ელჩის საუბარი: გადით არჩევნებზე და პრაქტიკულად ხმა მიეცით ოპოზიციასო. სხვა რამეს ვერ ამოიკითხავდი ევროკავშირის ელჩის იმ გამონათქვამებიდან, რომლებიც არჩევნების წინა დღეს იყო გაშუქებული. ვნახეთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე წყება კონკრეტული ჩინოსნებისა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ძალადობას ახდენდნენ ქართულ საზოგადოებაზე და ეუბნებოდნენ: აი ასე უნდა მოიქცეთ - არა ისე, როგორც თქვენ გსურთ, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვსურს“. და მათ რა სურთ კარგად გამოჩნდა. კარგად იცის საზოგადოებამ, რისგან გადაარჩინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა. უკრაინას გადახედონ, რა დღეში დღეს ეს სახელმწიფო. იგივე უქადდნენ ჩვენს ქვეყანას. ზუსტად იგივეს ამბობს შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.