„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
საუბარი და დიალოგი არის ის რესურსი, რომლის გამოყენებაზე უარი არ უნდა იყოს ნათქვამი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯიმ ო’ბრაიენისა და მეუფე იაკობის შეხვედრასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა.
„თუნდაც ინფორმაციული ხასიათის იყოს შეხვედრა, ასეთ მსგავს შეხვედრებს აქვს თავისი მნიშვნელობა. კონკრეტულად რა შეიძლება იყოს სასაუბრო თემა, ამას შეხვედრის შემდეგ, მხარეების მოსმენის დროს გავიგებთ. თუმცა მსჯელობა და დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო'ბრაიენი დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტში ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.