ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
მათი რეალური მიზანი იყო საზოგადოების მოტყუება, შეცდომაში შეყვანა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ორგანიზაცია „ისფედზე“ საუბრისას.
მისი თქმით, მათ მოუწევთ 2024 წლის პივიტის მონაცემების პროკურატურისთვის გადაცემა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება, იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად გამოცხადებულიყო.
„არაერთ თაღლითურ სქემაში არის შემჩნეული ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2020 წლიდან და დღეს, როდესაც ისინი არ ასაჯაროებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს, აქაც ნათლად ჩანს, რომ მათი რეალური მიზანი იყო საზოგადოების მოტყუება, შეცდომაში შეყვანა, თითქოს არჩევნები გაყალბდა.
მათ მაინც მოუწევთ ამ მონაცემების პროკურატურისთვის გადაცემა და კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით, რომ იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნები, მაქინაციურად, თაღლითურად გამოცხადებულიყო არალეგიტიმურად“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ისფედს“ ხმების პარალელური დათვლის მონაცემები პროკურატურისთვის ამ დრომდე არ გაუგზავნია. ორგანიზაციამ გასულ კვირას ამისთვის დრო ითხოვა, თუმცა დღეს უკვე მე-5 დღეა ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
„ისფედს“ პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმართა.