ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
მარტივი ფორმულაა, ვისზე უნდა გავრცელდეს სანქციები. ვინც ძალადობს, დემოკრატიას გამოუთხარა ძირი, ადამიანებს სახის ძვლები ჩაუმტვრია, ვინც ამას ასპონსორებს და ხალხს ეხმარება, ამ ხალხმა, ყველამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მათ შორის უნდა შეექმნათ დისკომფორტი, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური.
„ადამიანებს თუ სიტყვის თავისუფლების გამო აჯარიმებენ, სცემენ და 5 000-ლარიან ჯარიმებს უწერენ, ვინც უკანონობას სჩადის, კონსტიტუციას არღვევს, ძალადობს ხალხზე, იმათ რატომ არ უნდა აგონ პასუხი. მარტივი ფორმულაა, ნუ ვეძებთ აქაც მტრის ხატს. „ქართულმა ოცნებამ“ თავად გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი, როცა უარი თქვა საკუთარ მოქალაქეებთან საუბარზე და მათი საუბრის ენა გახდა დარბევა, ცემა, დაპატიმრება, დაჯარიმება.
ჩვენი მიზანი არ არის, რომ საქართველო და მისი მოქალაქე დაზიანდეს. ჩვენი მიზანია და სწორედ ამიტომაც არის, რომ სანქციები პერსონალურია, რათა დაზიანდეს, დისკომფორტი შეექმნას იმ ხალხს, ვინც აფინანსებს, ახალისებს, ბრძანებას გასცემს და ასრულებს უკანონო ბრძანებებს.
ორი საკითხია, რომელიც რეჟიმს აიძულებს, წამოვიდეს კომპრომისზე. ეს არის იზოლაცია, ხალხისგან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, არ უნდა ჰქონდეთ არანაირი აღიარება. სერიოზულად არც არავინ აღიარებს ივანიშვილს და მის მსახურებს. იცით, რომ ქვეყანა არ დარჩა, რომელიც ხელს ჩამოართმევს რეჟიმს. ეს უნდა გაგრძელდეს. მე არ ვამბობ, რომ ერთმა მხარემ უნდა დათმოს ყველაფერი. სიმართლე უნდა ვუთხრათ ხალხს, ასე არ გამოვა, მაგრამ სადღაც შუა გზაში ხალხი და ე.წ. რეჟიმი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ისე არ გამოვა. ვინც არ თმობს არაფერს, დაკარგავს ყველაფერს. ეს უნდა იცოდეს რეჟიმმა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.