ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
მცდელობა, რომ ჩვენი რეგიონის წარმატება გადააქციო სხვა მოცემულობად და სურვილი იმისა, რომ აქ დამოუკიდებელი, სუვერენული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები არ არსებობდნენ, ეს სურვილი თითქოსდა კარგად ჩანს და ამაზე ილაპარაკა სწორედ ილჰამ ალიევმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან საუბარი შუა დერეფანზე, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნაზე და ამ კონტექსტში საქართველოს არხსენება, უსამართლობაა.
„საქართველო არ არის მხოლოდ ამ დარტყმის ობიექტი და ჩვენი ქვეყნის სამეზობლოშიც აბსოლუტურად იდენტური განცდები გააჩნიათ იმ ზღვარგადასულ შემოტევასთან მიმართებით, რომელიც სამწუხაროდ არის საქართველოზე. იმავეს საუბრობს ზუსტად აზერბაიჯანის პრეზიდენტი. მცდელობა, რომ ჩვენი რეგიონის წარმატება გადააქციო სხვა მოცემულობად და სურვილი იმისა, რომ აქ დამოუკიდებელი, სუვერენული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები არ არსებობდნენ, ეს სურვილი თითქოსდა კარგად ჩანს და ამაზე ილაპარაკა სწორედ ილჰამ ალიევმა. საბოლოო ჯამში, ის ბიუროკრატია, რომელიც ებრძვის ცალკეული ქვეყნების, მათ შორის სამწუხაროდ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ვერ გაიმარჯვებს ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მსოფლიო გლობალური ტენდენციები აბსოლუტურად საპირისპიროს გვეუბნება. არ შეიძლება ვაშინგტონიდან წამოსული ტონი ასე გაიფანტოს ევროპაში და მას შესაბამისი ადრესატები არ ჰქონდეს, არ შეიძლება, რომ ღრმად ფესვებგადგმული, მაგრამ უკვე კარგად გაშიფრული და ყველასთვის კარგად ნაცნობი ნეგატიური ძალის - გლობალური ომის პარტიის მიმართ ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევა არ მოხდეს. ასე თუ არ მოხდა, ძალიან ცუდი შედეგი იქნება მთლიანად ევროპისთვის; საომარი რიტორიკა, სურვილები რომ დაიქცეს და დაინგრეს ქვეყნები, ერები შეეწირონ ერთი მუჭა ადამიანების მიზნებს და გახდნენ საზარბაზნე ხორცად სამსხვერპლოზე - ამ ყველაფრის რეალიზება მოხდება და მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ საზრიანი და საღად მოაზროვნე მსოფლიო, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ამას არ დაუშვებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.