დავით მათიკაშვილი: ბრიუსელის პოლიტიკა იმ დიქტატორული სოუსით შეკმაზულ პოლიტიკას უკვე ძალიან ჰგავს, რაც საბჭოთა კავშირს საკუთარ რესპუბლიკებთან მიმართებით გააჩნდა

 დავით მათიკაშვილი

საქართველო ყველა პარამეტრით, სახელშეკრულებო და პოლიტიკური პარამეტრით კანდიდატ ქვეყნებს წინ უსწრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის წინსვლაზე, პროგრესზე თვალის დახუჭვა და დამალვა ევროსტრუქტურებშიც კი საკმაოდ რთული და ძნელია, მაშინ როდესაც ობიექტურად აფასებენ და აქვეყნებენ კონკრეტულ რეიტინგებს.

„ამ დროს, ეს ქვეყანა გაფართოებასთან არსებულ მსჯელობაზე, პრაქტიკულად, მიწვეული არ სრის. არსებობს ინტერესი ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლის და ძალმომრეობის. ინსტრუმენტად იმ რესურსის გამოყენების, რაც ევროკავშირს მის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით გააჩნია, უსამართლობაა. ევროკავშირი საბჭოთა კავშირს ძალიან ემსგავსება და ბრიუსელის პოლიტიკა იმ დიქტატორული სოუსით შეკმაზულ პოლიტიკას უკვე ძალიან ჰგავს, რაც საბჭოთა კავშირს საკუთარ რესპუბლიკებთან მიმართებით ყოველთვის გააჩნდა. საქმე სწორედ ამ მოცემულობასთან გვაქვს. ამ მახინჯი პოლიტიკით ღრმავდება ევროსკეპტიციზმი, რომელიც საზოგადოებაში სწორედ ევროჩინოსნების გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.