რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
გამცვდარი და ამორტიზებულია უკვე როგორც თავად რადიკალური ოპოზიცია, ასევე ოპოზიციის ნახმარი სიტყვა "რუსული". მათ კიდევ აქვთ თავში თეზა, რომ თუ ხშირად გაიმეორებენ სიტყვა "რუსულს", ამით საზოგადოებას რაღაც წარმოდგენას შეუქმნიან ან შეუცვლიან რეალურ, ჭეშმარიტ ფაქტებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, განაცხადა.
მისივე თქმით, "ფაქტია, რომ რაც არ მოსწონთ რადიკალებს, ის მართლაც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის."
რაც შეეხება 9 აპრილის მემორიალთან პროტესტს, მათიკაშვილის შეფასებით, ეს არაჯანსაღი და უცხოური დაკვეთით მართული პროცესია, სადაც რიგით მოქალაქეებსაც კი არ ეძლევათ შესაძლებლობა 9 აპრილს გარდაცვლილებს პატივი მიაგონ.
"არაჯანსაღი, თითიდან გამოწოვილი და მართული პროცესია უცხოური დაკვეთით სამწუხაროდ დღეს, რუსთაველის გამზირზე, როდესაც რიგით მოქალაქეებსაც კი უცხოური ძალის დამქაშები, "დიფ სთეითის" პირდაპირი განკარგულების შემსრულებლები არ აკარებენ 9 აპრილის მემორიალს და ამავდროულად, ტაშ-ფანდურით ხვდებიან კონკრეტული უცხოური ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, ოღონდ 36 წლის წინ, ოღონდ მაშინ ნიჩბებით, მომწამლავი გაზით, ტანკებით ცდილობდა უცხოური ძალა ჩაეხშო ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ და დღეს ამ ყველაფერს ვხედავთ მოდიფიცირებული სახით - პროვოკაციებით, ტყუილებით, ცილისწამებით როგორ ცდილობენ, ქვეყნის, ერის ერთიანობაში ხინჯი შეიტანონ და დღე, რომელიც არის კონსოლიდაციის და ერთიანობის დღე, საკუთარი პროვოკაციებით შეცვალონ და გადააქციონ იმ მოცემულობად, რაც არის ქართველთა არაკეთილმოსურნეთა სურვილი. ამას ვერ ეღირსებიან, ჩვენ ამას ნამდვილად არ დავუშვებთ." - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.