საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
არაა გასაკვირი. ავთენტიკური ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე იუმორისტი მიშა ანდღულაძის ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს „სოლოლაკის აღება“.
აბაშიძის თქმით, კეზერაშვილს მხოლოდ წაგლეჯილი ფინანსური რესურსები გააჩნია და არანაირი ინტელექტი, მორალი და ზნეობა. „მასშტაბური მძარცველის სამსახურში ყოფნამ ბუნებრივი შედეგი გამოიღო - როგორც კი დაინახა ავაზაკმა კეზერაშვილმა, რომ კომედიანტები მონებად ვერ აქცია, გაყარა სამსახურიდან. არაა გასაკვირი. ავთენტიკური ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად. და რა შედეგი უნდა დადოს, როცა კეზერაშვილს მხოლოდ წაგლეჯილი ფინანსური რესურსები გააჩნია და არანაირი ინტელექტი, მორალი და ზნეობა მას და მის მარიონეტებს?..“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.