დავით ჩიხელიძე ახალაია - ბურჭულაძის ჩანაწერზე: ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს. პირადად მე ორ პროგრამაში შევამოწმე ჩანაწერის ხმა და ორივე პროგრამა ამბობს, რომ საუბარი ნამდვილია

ჩიხელიძე

 ტვ პირველმა ეს ჩანაწერი დამალა როგორც ცნობილი ხდება, ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი გუშინ ანონიმური იმეილის საშუალებით სრულიად ქართულ მედიას დაეგზავნა. აბა გამოიცანით რა მოხდა? ნოდარ მელაძემ, ხაზარაძის დავალებით ეს ჩანაწერი დამალა და საზოგადოებას არ უჩვენა. მას შემდეგ კი, რაც ჩანაწერი მთელმა საქართველომ იხილა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს - „გაპრავება“ დაიწყეს, ყალბი საუბარი გავრცელდაო - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ აბა დაშვება გავაკეთოთ რომ პირიქით ყოფილიყო და ჩანაწერში მმართველი გუნდის ლიდერებს ესაუბრათ - „ტვ პირველი“ დაიწყებდა იმის გარჩევას, ნამდვილია თუ არა მასალა? ცხადია არა - ყველა გამოშვებას ამ ჩანაწერით გახსნიდნენ. „როგორც ცნობილი ხდება, ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი გუშინ ანონიმური იმეილის საშუალებით სრულიად ქართულ მედიას დაეგზავნა. აბა გამოიცანით რა მოხდა? ნოდარ მელაძემ, ხაზარაძის დავალებით ეს ჩანაწერი დამალა და საზოგადოებას არ უჩვენა. მას შემდეგ კი, რაც ჩანაწერი მთელმა საქართველომ იხილა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს - „გაპრავება“ დაიწყეს, ყალბი საუბარი გავრცელდაო. ჯერ ერთი - ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ აბა დაშვება გავაკეთოთ რომ პირიქით ყოფილიყო და ჩანაწერში მმართველი გუნდის ლიდერებს ესაუბრათ - „ტვ პირველი“ დაიწყებდა იმის გარჩევას, ნამდვილია თუ არა მასალა? ცხადია არა - ყველა გამოშვებას ამ ჩანაწერით გახსნიდნენ. აი ამიტომ ხართ პარტიული ტელევიზია, პროპაგანდის ინსტრუმენტი და ნუ გეწყინებათ თუ ამას მუდმივად შეგახსენებთ. P.S. პირადად მე ორ პროგრამაში შევამოწმე ჩანაწერის ხმა და ორივე პროგრამა ამბობს, რომ საუბარი ნამდვილია.“ - წერს ჩიხელიძე.