"დავეხმარებით, კვლევის ჩატარება იქნება საჭირო თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაცია" - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

სააკაშვილი

"ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში დავეხმარებით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესის შესახებ განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავეხმარებით, როგორც ადგილზე ტრანსპორტირებაში, თუ არის ამის საჭიროება, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება იქნება თუ კვალიფიციური ექიმების კონსულტაციის, მაგრამ ამ დრომდე, რამდენადაც ვიცი, ამის საჭიროება არ იყო და ჩვენთვის არავის მოუმართავს. ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა არ არის, მზად ვართ“, - განაცხადა აზარაშვილმა