დავალება აქვთ მიღებული, რევოლიციების მომზადება, პოლიციასთან „მოლოტოვის კოქტეილებით“ დაპირისპირება, თითქოს საქართველოს რუსული გავლენისგან იცავენ - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

ნებისმიერი ძალა და ხელისუფლება, რომელიც არ იქნება „დიფ სთეითზე“ დომოკიდებული და არ შეასრულებს მათ დავალებებს, მათთვის მიუღებელია, ეს არის ძალიან ძლიერი და დაუნდობელი ძალა, რომლის დამარცხება ერთი ხელის მოსმით აშშ-შიც კი გაძნელდა, ამიტომ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს ბრძოლა მოიგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენთან მიმართებით დავალება აქვთ მიღებული – რევოლიციების მომზადება, არეულობის შეტანა და პოლიციასთან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაპირისპირება, შემდგომ რომ გაამართლონ იმით, რომ თითქოს საქართველოს რუსული გავლენისგან იცავენ.

„ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატსაც კი ესროლეს ტყვია იმის გამო, რომ დონალდ ტრამპმა წინასწარ დაანონსა, რომ ამ ძალებს დაუპირისპირდებიდა, ამასაც კი არ მოერიდნენ. ევროპაში, სლოვაკეთში პირდაპირ ვინც დაუპირისპირდა, ფიცო – სიკვდილის პირას მიიყვანეს, უმძიმესი ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევით გდარჩა. ეს არის ძალიან ძლიერი და დაუნდობელი ძალა. ერთი ხელის მოსმით მათი დამარცხება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი გაძნელდა. ურთულესი ბრძოლაა, ამიტომ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს ბრძოლა მოიგოს. საქართველოს რაც შეეხება, ერთი-ერთში იგივე ხდება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ ინდობენ და წარმოიდგინეთ ჩვენდამი რა დამოკიდებულება აქვთ. ნებისმიერი ძალა და ხელისუფლება, რომელიც არ იქნება მათზე დომოკიდებული და არ შეასრულებს მათ დავალებებს, მათთვის მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რასაც გეტყვით ის უნდა შესრულდესო. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამიტომაც წლებია გვიპირისპირდება ამერიკის შეერთებული შტატების „დიფ სთეითიდან“ დაწყებული გლობალური ქსელით დამთავრებული. ურთულესი ბრძოლაა და ჩვენ აბსოლუტურად დავიცავთ თავს მხოლოდ ერთი რამის გამო და იმედად, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა ამ საკითხში ჩვენი მთავარი ძალაა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ყველაგან ერთნაირი ნარატივია.

„იარლიყს მიაკერებენ – ის პრორუსი ან რუსული გავლენის ქვეშ იმყოფება და შემდეგ ტყვიას ესვრიან საარჩევნო კამპანიის დროს. ათასნაირ ზეწოლას მოახდენდნ ამა თუ იმ ქვეყანაზე. საქართველოში „დიფ სთეითის“ აგენტურაც ზუსტად ასე მოქმედებენ. ყველაფერს რუსულს არქმევენ, რუსული, რუსული, რუსული. ერთი ახალგაზრდა კაცი იყო დაკვებული და იმან თქვა, რომ რუსული კონსერვი მაჭამეს საპატიმრო დაწესებულებაში, კარები რუსულად დახურეს, ქართულ ენაზე მაგრამ რუსულად დიყვირეს, უკვე სასაცილო დონემდე მივიდნენ. დავალება მიღებული აქვთ, რომ ეს იარლიყები დაკიდონ, რომ შემდეგ ყველა ის უმსგავსობა, რაც საქართველოში ხდება – რევოლიციების მომზადება, არეულობის შეტანა და პოლიციასთან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაპირისპირება გაამართლონ იმით, რომ თითქოს საქართველოს რუსული გავლენისგან იცავენ. სინამდვილეში ეს „დიფ სთეითის“ ნარატივია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.