„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
დეზინფორმაცია, კორუფცია, მთავრობის არასაკმარისი ანგარიშვალდებულება - IPSOS-ის კვლევა აჩვენებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ამომრჩევლები შეშფოთებულები არიან დემოკრატიის წინ მდგარი საფრთხეებით. წამყვანი მარკეტინგული ორგანიზაციის კვლევა, რომელიც გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"დასავლურ დემოკრატიაში შეიძლება არსებობდეს ბევრი პრობლემა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის, განათლების, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დასავლეთი და ევროპა გაცილებით უფრო წინ იმყოფება. საბოლო ჯამში, რაც არ უნდა ხარვეზი იყოს, მათი მდგომარეობა ყველა მიმართულებით არის სამაგალითო - უფრო მეტს ცოცხლობენ, უფრო კარგი ჯანდაცვა აქვთ, უკეთესი განათლების სისტემა აქვთ და უფრო მეტად არის დაცული ადამიანის უფლებები ამ ქვეყნებში," - განაცხადა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 9 ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა, გაირკვა, რომ ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და ფიქრობს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საფრთხე უფრო გაიზრდება.
ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობები, მათ შეხედულებებს სათანადოდ არ წარმოაჩენენ.