„ლაშიკო ძალიან მენატრები“ - სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე
1763204358
ჩინეთში კაცმა ბარიატრიული ოპერაცია ვერ გადაიტანა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
ჰენანის პროვინციის მცხოვრებმა ლი ცზიანმა რომელიც 134 კილოგრამს იწონიდა, გადაწყვიტა თავისი შეყვარებულის მშობლებისთვის შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით რადიკალურად დაეკლო წონაში. მათთან შეხვედრამდე მან ჟენჩჟოუს კლინიკას მიმართა კუჭის შუნტირების ოპერაციისთვის.
ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, თუმცა პოსტოპერაციულ რეანიმაციაში ლის მდგომარეობა გართულდა. სამი დღის შემდეგ მამაკაცი, რომელსაც წონის დაკლება სურდა, გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად დასახელდა სუნთქვის უკმარისობა.
ამის შემდეგ ლის ნათესავებმა კლინიკას პრეტენზიები წაუყენეს და წინასაოპერაციო გამოკვლევის ხარისხში დაეჭვდნენ. მათ აღნიშნეს, რომ პაციენტს არტერიული ჰიპერტენზია და ჰეპატოზი ჰქონდა. კლინიკამ დაადასტურა, რომ ოპერაციის ჩატარება სამედიცინო თვალსაზრისით ნებადართული იყო.