დასავლეთის სანქციებმა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, დიდი დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას - გია ვოლსკი

ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დასავლეთს სანქციებმა დიდი დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას.

„რესურსი, რაც გააჩნია დასავლეთს, საკმაოდ ეფექტურია. ეს არის სანქციები, რომელმაც დიდი დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის მხრიდან ეს აგრესიული დამოკიდებულება, პოლიტიკა გაგრძელდება და მისი აგრესია საერთაშორისო სამართალს, რასაკვირველია, არათუ რაიმეთი შეესაბამება, სიახლოვესაც არ მოდის. მსოფლიოს გაერთიანება აგრესიის პერსპექტივის გაგრძელების წინაშე არის აუცილებელი და გადამწყვეტი როლი ექნება ამას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.