პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელები, ევროსაბჭო სიღრმისეულად გააანალიზებენ იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა საქართველოს გარშემო, იმ საფრთხეებს, რომელიც მას ემუქრება, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ საქართველოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების დეკლარაციის საბოლოო ტექსტში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდამჭერი ტექსტი შეიცვალა. ევროპელი ლიდერები ევროკავშირს მოუწოდებენ, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, ხოლო საქართველომ ამავე სტატუსის მინიჭებაზე ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების დეკლარაციის საბოლოო ტექსტშია ნათქვამი.